ფეხბურთი

13:28 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები პოლონეთში – ავსაჯანიშვილის გუნდი SYRENKA CUP-ზე ითამაშებს

პოლონეთში იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში - Syrenka Cup - მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ პოლონეთის, კვიპროსის, ბელგიის, ნორვეგიის, რუმინეთის, შვედეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გოჩა ავსაჯანიშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“).

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია (ორივე „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ტურნირი დღეს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს და ჩვენი მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. მომდევნო მატჩები კი, 3 და 5 სექტემბერს ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.116141