კალათბურთი

13:00 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი ევრობაკეტისთვის დაირაზმა

სერბეთის კალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯორჯევიჩმა ევრობასკეტ-2015-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

სერბეთის 12-კაციანი შემადგენლობა: მილოშ ტეოდოსიჩი (ცსკა), ნემანია ნედოვიჩი, სტეფან მარკოვიჩი (ორივე “უნიკახა მალაგა”), ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა კალინიჩი (“ფენერბახჩე”), დრაგან მილოსავლევიჩი (“ალბა ბერლინი”), მარკო სიმონოვიჩი, ნემანია ბიელიცა (“მინესოტა ტიმბერვულვზი”), ზორან ერცეგი (“გალათასარაი”), ნიკოლა მილუტინოვი (“ოლიმპიაკოსი”), ოგნენ კუზმიჩი, მიროსლავ რადულიცა (“პანათინაიკოსი”).

ევრობასკეტ-2015 სტარტს 5 სექტემბერს აიღებს და ამავე თვის 20 რიცხვში დასრულდება.

ევრობასკეტ-2015-ზე სერბეთი B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბალკანელები ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, გერმანიის და ისლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.162017