ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს 5 და 8 სექტემბერს სლოვაკეთსა და მაკედონიასთან კონტინენტის მომავალი პირველობის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება უწევს და ამ შეხვედრებისთვის “ფურია როხას” დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრ დავიდ დე ხეას უხმო, ამასთან, დამრიგებლის თქმით, თუკი მეკარის უმოქმედობა გაგრძელდა, მას ეროვნულ გუნდში აღარ უხმობს.
“მინდა დავიდი რეგულარულად თამაშობდეს და თავი ბედნიერ ადამიანად იგრძნოს, მაგრამ თუ მისი უთამაშებლობის პერიოდი გაგრძელდა, ჩემ გუნდში მას აღარ გამოვიძახებ”, - დელ ბოსკეს ეს სიტყვები Marca-ს მოჰყავს.
შეგახსენებთ, დე ხეას “მანჩესტერიდან” “მადრიდის “რეალში” ტრანსფერი სათანადო საბუთების გაფორმების დაგვიანების გამო შეფერხდა, ინგლისის პრემიერლიგაში კი დავიდს ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუის ვან გაალი არ ათამაშებს.









