რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენისას ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა სიტყვით გამოვიდა.
“ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ კანდიდატს, რომელიც ღირსი არ არის სფფ-ს პრეზიდენტობის. შოთა არველაძემ ჩემი სათქმელი თქვა, დღეს საქართველოში უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს – რეზი საუკეთესო ვარიანტია.
სხვა კანდიდატურების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ პრეტენზია მაქვს ერთი – დღეს რევაზ არველაძე არის უკეთესი” – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო “რედისონში” რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენა მოხდა.