ინგლისის “საუთჰემპტონმა” შოტლანდიის “სელტიკიდან” მცველი ვირგილ ვან დეიკი შეიძინა. ამის შესახებ bbc.com-ი იუწყება.
ინგლისელებს მთელი ვან დეიკის შეძენა მთელი ზაფხულის განმავლობაში სურდათ, რადგან 24 წლის ჰოლანდიელში ტობი ალდერვეირელდის შემცვლელს ხედავდნენ და საბოლოოდ, ჩანაფიქრი შეასრულეს.
“საუთჰემპტონს” ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდა. 2013-2015 წლებში ვან დეიკმა “სელტიკში” 114 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.