ფეხბურთი

17:47 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხონას გუტიერესი “დეპორტივოს” ღირსებას დაიცავს

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “ნიუკასლის” ყოფილი მცველი ხონას გუტიერესი კარიერას “დეპორტივოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

32 წლის არგენტინელი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის დეტალები ჯერ არ ხმაურდება. გუტიერესი “დეპორტივოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან “ნიუკასლმა” კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

გასული სეზონის დიდი ნაწილი სამხრეთამერიკელს კიბოს მკურნალობის გამო გაუცდა. ამიტომ, ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.

0.119957