დუბაიში დასრულებულ საჭადრაკო ტურნირზე, 9 ტურის კვალად, ერთნაირი მაჩვენებელი ხუთმა მონაწილემ დააფიქსირა, რომელთა შორის ბაადურ ჯობავაც (2664) გახლდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ქართველ დიდოსტატს მე-3 ადგილი ერგო.
დასკვნით ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით სომეხი ტიგრან პეტროსიანი (2623) დაამარცხა და 7.0 ქულა მოაგროვა. ასეთივე მაჩვენებელი კიდევ ოთხ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა, საბოლოოდ კი, პოზიციები ასე განაწილდა:
1.ნილს გრანდელიუსი (შვედეთი, 2628), 2. მარტინ კრავცივი (უკრაინა, 2599), 3. ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2664), ალექსანდერ არეშჩენკო (უკრაინა, 2661), 5. რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2671).