იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსისთვის” სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიურად წარიმართა. ასე იყო 31 აგვისტოსაც.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მილანის “ინტერიდან” შემტევი ნახევარმცველი ერნანესი შეიძინა. 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი “იუვეს” 11 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელს 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ამასთან, “ბებერმა ქალბატონმა” მარსელის “ოლიმპიკის” 21 წლის იმედისმომცემი შუახაზელი მარიო ლემინა იჯარით აიყვანა, კონტრაქტის სრული გამოსყიდვის უფლებით.
სამაგიეროდ, “ველოდრომზე” გადაბარგდა ტურინელთა ორი მცველი, ჩილელი მაურისიო ისლა და იტალიელი პაოლო დე ჩელიე. ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი “მარსელის” რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯიქიას აღდგენის პერიოდი აქვს ტრამვის შემდეგ
ვუყურე ამ თამაშს, ჭანტურია ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, თავისი ტექნიკით. თUმნცა მე მეეჭვება მაგან დიდი ფეხბურთი ითამაშოს.ეს ბიჭი ხულიგნის მენტალიტეტიდან კიდევ ვერ გამოვიდა. ძაან მაღალ ფეხებზე იდგა, ოდნავ წინააღმდეგობაზეც "ხიპიშს" იწყებდა, ის ყვითელი ბარათიც აბსოლიტურად უაზროდ მიიღო, გაბრაზებულზე ბურთის გადაგდების გამო.
ართმევისას დააჯარიმეს და იმიტომ მიიღო ყვითელი
ჯიქიას თამაშს ვუყურე დღეს, სპარტაკთან. რა უნდა მაგას ნაკრებში, ნამდვილი ქაჯია
შემოვიდა და წააგებინა გუნდს.
კალა კობი გაიღვიძეთ. ჩვენმა რაგბისტებმა ღრუსებს მოუგეს ყაზახეთანდე 17 დღე..გაფართოებული 40 კაციანი სია. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/