ფეხბურთი

17:22 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბორიელოს საშველი დაადგა

იტალიის სერია A-ს დებიუტანტმა “კარპიმ” ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი მარკო ბორიელო დაიმატა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი წერს. 33 წლის ბორიელო, რომელიც ბოლოს “ჯენოაში” თამაშობდა, “კარპის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას იტალიის ჩემპიონატში აქამდე ჩატარებულ 262 მატჩში 71 გოლი გაუტანია.

გარდა ბორიელოსი, კარპელებმა 2006 წლის მსოლფიოს ჩემპიონი, აწ უკვე “მილანის” ყოფილი მცველი კრისტიან ძაკარდოც შეიძინეს.

0.114545