ფეხბურთი

13:35 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდიდან ფლორენციაში

პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კუბა ბლასშიკოვსკი კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. როგორც “იების” ვებგვერდი გვამცნობს, 29 წლის ნახევარმცველი “არტემიო ფრანკიზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ზაფხულში კი იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

კუბა “ბორუსიაში” 2007 წელს, კრაკოვის “ვილსადან” გადაბარგდა, გასულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. პოლონელი ფლორენციაში სევილიის “ბეტისში” დაბრუნებულ ხოაკინს შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114