იტალიის “მილანმა” თავდამსხმელი ჰაკიმ მასტური ესპანეთის “მალაგაში” გაუშვა. მილანელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელი მალაგელთა რიგებში ორი სეზონი იჯარით ითამაშებს.
მხარეებს შორის შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად “მალაგას” მასტურის ტრანსფერის გამოსყიდვა შეუძლია, ხოლო თავის მხრივ თუ “მილანი” მომავალში მაროკოელის დაბრუნებას მოისურვებს, ესპანელები უპირატესობას ფეხბურთელის გასხვისებისას “როსონერის” მიანიჭებს.
მასტური “მილანის” განაცხადში პირველად 2014 წელს მოხვდა, როდესაც 15 წლის იყო.