კალათბურთი

12:08 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატისთვის 12 კალათბურთელი დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე 12 კალათბურთელი დარჩა. იტალიის ქალაქ ტრიესტში ჩატარებული ტურნირის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარადგენს.

ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი, ბექა ბურჯანაძე, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი. შესაბამისად, ნაკრები დატოვეს გამთამაშებელმა ოთარ ფხაკაძემ და ცენტრმა გიორგი შარაბიძემ.

31 აგვისტოს ნაკრებს დასვენება ჰქონდა და ვარჯიში არ ჩაუტარებია, ხოლო დღეს ნაკრების 2 ვარჯიშია დაგეგმილი – დილას და საღამოს.

www.gbf.ge

0.121534