იტალიის “ტორინომ” ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანინ პრციჩი იჯარით აიყვანა.
იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ფრანგული “რენიდან” ერთი წლით ინათხოვრეს და მომავალ ზაფხულს ტურინილებს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
პრციჩს “რენთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.