ფეხბურთი

11:57 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი “ბეტისში” დაბრუნდა

ესპანურმა “ბეტისმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარემარბ ხოაკინის დაბრუნება მოასწრო, რომელიც “ფიორენტინას” მთელი ზაფხული თხოვდა, რომ სევილიურ კლუბში გაეშვათ.

“ბეტისის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხოაკინი სევილიელთა რიგებში 2000-2006 წლების სეზონებში თამაშობდა და 218 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

ასევე, “ბეტისმა” “ნორვიჩიდან” თავდამსხმელი რიკი ვან ვოლფსვინკელი დაიმატა, რომელიც ესპანეთში მიმდინარე სეზონს იჯარით გაატარებს.

თეგებიხოაკინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112989