ფეხბურთი

11:33 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” სამი შენაძენი

შემტევი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი, რომელიც ბოლოს “რომაში” გამოდიოდა, მილანის “ინტერში” იასპარეზებს.

“ინტერის” ვებგვერდის ინფორმაციით, 23 წლის სერბი რობერტო მანჩინის გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. მომავალ ზაფხულში მილანელებს უფლება ექნებათ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი 11 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

გასულ სეზონში, 23 წლის ლიაიჩმა 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

გარდა სერბი შემტევისა, “ნერაძურიმ” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სტამბულის “გალათასარაიდან” ერთბაშად ორი ბრაზილიელი მოთამაშე, მცველი ალექს ტელეში და გამოცდილი ნახევარმცველი ფელიპე მელო გაიფორმა.

0.119893