დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან ( ნორვეგია) და ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან ( ინდოეთი) ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობას ქალაქი სენტ-ლუისი ( აშშ) მასპინძლობს.
ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა. 8 ტურის შემდეგ 5,5 ქულით ლიდერობს ლევონ არონიანი, რომელიც მდევართა ოთხკაციან ჯგუფს მთელი ერთი ქულით უსწრებს.
ბოლოსწინა მერვე ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა.
გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას რვა ტურის შემდეგ:
- არონიანი 5,5 ქულა
2-5.ვაშიე-ლაგრავი, გირი, კარლსენი, გრიშუკი 4,5-4,5
6-7. ტოპალოვი, ნაკამურა 4-4
8-9. კარუანა-ანანდი 3-3
- სო--2,5
მეცხრე ტურის განრიგი:
ტოპალოვი-არონიანი
ნაკამურა-გრიშუკი
ანანდი-კარლსენი
ვაშიე-ლაგრავი-გირი
კარუანა-სო