“ვალენსიას” მეკარე დიეგო ალვესი დამტვრეული ჰყავს და კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მწყობრში ჩადგომას ვერ მოახერხებს. ამის გამო “ღამურებმა” წინასასეზონოდ ავსტრალიელი გოლკიპერი მეთიუ რაიანი დაიმატეს. თუმცა, “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელიც “ვალენსიას” კარს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დაიცავს.
პრიმერას მატჩში ლა კორუნიას “დეპორტივოს” წინააღმდეგ თამაშისას რაიანმა მუხლი დაიზიანა, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და მინდორზე მინიმუმ თვენახევრის პერიოდში ვერ გავა. ასე რომ, “მესტალიელებს” პრიმერა დივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის უახლოესო შეხვედრების ჩატარება ავსტრალიელი კიპერის გარეშე მოუწევს.






