ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ხავიერ ერნადესი კარიერას ლევერკუზენის “ბაიერში” გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 27 წლის მექსიკელი “ბაი არენაზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გასული სეზონი მან იჯარით მადრიდის “რეალში” გაატარა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მადრიდელთა რიგებში ჩიჩარიტომ ლა ლიგაში 23 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. “მანჩესტერში” კი იგი 2010 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვერა და ვერ მოიკიდა მანიუში ადგილი, წარმატება ჩიჩარიტოს.
ფერგის უმადლოდეს თორემ ეს გვადალახარას და ტოლუკას ვერ გაცდებოდა ....
ეჰ რა დიდი იყავი ფერგი ამას და ფლეთჩერს რომ ამ დონის ფეხბურთი ათამაშე და კიდე ბევრს...
მარტიალის დამატების შემდეგ.
გამართლებული ტრანსფერია.
აბა ჰე არ იყო მანიუში შენი ადგილი
სპასიბა ყველაფერი კარგისთვის
რა გინდა მისცა შანსი და ვერ გამოიყენა და სამართლიანად გაუშვა ვან გაალმა) წარმატებები ჩიჩა