საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წინ ლატვიელ თანატოლებს თბილისში ორგზის გაეჯიბრება.
ლატვიელი ფეხბურთელები ჩვენს დედაქალაქს 4 სექტემბრის დილას ეწვევიან და აქ 4 დღის განმავლობაში დარჩებიან.
უმცროსი “ჯვაროსნები” ბალტიისპირელ თანატოლებს ამხანაგურად ორჯერ დაუპირისპირდებიან – კერძოდ, 5 და 7 სექტემბერს, შეხვედრას კი “მიხეილ მესხის” სტადიონი უმაპსინძლებს, ხოლო მისი დაწყების დროდ 18:00 საათია დანიშნული.