ფეხბურთი

20:29 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსის” და “ინტერის” გარიგება

მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” “ნერაძურის” ბრაზილიელი გამთამაშებლის ერნანეშის ტურინში გადაბარგებაზე შეთანხმდნენ. გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი “იუვეს” სრულფასოვანი წევრი 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გახდება. თუ რამდენწლიანი იქნება კონტრაქტი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ერნანეში “ინტერში” 2014 წლის ზამთარში რომის “ლაციოდან” გადავიდა, ხოლო ბრაზილიელი მანამდე სამშობლოში, “სან პაულუს” რიგებში ირჯებოდა.

0.115223