“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ფაბიო ბორინი დაიმატა. “მერსისაიდელებმა” ტრანსფერის სანაცვლოდ 7.75 მილიონი გირვანქა მიიღო, ხოლო თუ იტალიელი თავს კარგად წარმოაჩენს, “შავი კატები” ბონუსის სახით 2 მილიონსაც გაიღებენ.
ბორინი “სანდერლენდში” 2013/14 წლების სეზონში ასპარეზობდა. იტალიელმა თავდამსხმელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.