ჩოგბურთი

19:15 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა US Open-ს გამოტოვებს

მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი რუსი მარია შარაპოვა “ამერიკის ღია პირველობაზე” ვერ ითამაშებს, მარიას მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს. აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“სამწუხაროდ არ შემიძლია US Open-ზე ვითამაშო. ყველაფერი გავაკეთე, რომ ტურნირისთვის მზად ვყოფილიყავი, მაგრამ დრო არ მეყო”- განაცხადა შარაპოვამ.

ტურნირის პირველ ტურში შარაპოვა დარია გავრილოვას უნდა შეხვედროდა. მარიას ნაცვლად გავრილოვას მისივე მოსახელე და თანამემამულე დარია კასატკინა დაუპირისპირდება.

0.116049