იტალიური calcionews24.com-ის ინფორმაციით, ქართველ შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჭანტურიას კარიერის გაგრძელების სამი ვარიანტი აქვს.
კერძოდ, 22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ფროზინონეს”, “ბოლონიასა” და “ემპოლის” სურთ.
calcionews24.com-ი იუწყება, რომ მიმდინარე წლის ივლისში ჭანტურიას “ვერონაში” დარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მხარეები კონტრაქტის ეკონომიკურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
ამჟამად, ჭანტურია თავისუფალი აგენტია და ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებიდან რომელიმეს მისი უფასოდ შეძენა შეუძლია.