არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ინტერნეპორტალ ad.nl-ის ვერსიით, ერედივიზიონის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “ვიტესმა” სახლში “კამბურს” 4:1 აჯობა და ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 85-ე წუთზე გოლი გაიტანა, რის შემდეგ, მასპინძლები 3:1 დაწინაურდნენ.
სხვათა შორის, ad.nl-ის ვერსიით მიმდინარე სეზონის საუკეთესო ოცეულში ქართველი ფეხბურთელი 7,25 ქულით ლიდერობს.