ფეხბურთი

12:00 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ლემინა დაიმატა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” მარსელის “ოლიმპიკის” გაბონელი ნახევარმცველი მარიო ლემინა გაიფორმა. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება. 21 წლის ლემინა უკვე ტურინშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდგომ კონტრაქტსაც გააფორმებს. ლემინა “ბებერ ქალბატონში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება, რომლის ღირებულებამაც 1.5 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მისი გამოსყიდვა “იუვეს” 11 მილიონი დაუჯდება.

მარიო ლემინა “მარსელში” 2013 წელს “ლორიენიდან” გადავიდა. გასულ სეზონში კი ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.113634