ფეხბურთი

13:50 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი “ინტერის” ფეხბურთელია

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ბუნდესლიგის “ვოლფსბურგის” ყოფილი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.

გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 26 წლის მოთამაშე მილანის “ინტერს” მიყიდა. კლუბის ოფიციალურ საიტზე ფინანსური დეტალების შესახებ არაფერია ნახსენები, თუმცა მითითებულია კონტრაქტის ხანგრძლივობა - პერიშიჩმა “ინტერთან” ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ივანი “ვოლფსბურგში” 2013 წელს “დორტმუნდიდან” გადავიდა და თეთრ-მწვანე მაისურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ 70 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

“ვოლფსბურგში” ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ახლა “ინტერთან” ერთად ახალი გამოწვევა მაქვს. მადლობა კლუბს, რომელმაც არ შეაფერხა ჩემი ტრანსფერი და მას ახალი სიმაღლეების დაბყრობას ვუსურვებ”, - თქვა პერიშიჩმა “ვოლფსბურგთან” გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

“ერთ მომენტში ყველაფერი უცბათ შეიცვალა და “ინტერთან” შეთანხმებას უმოკლეს დროში მივაღწიეთ. ეს შეთანხმება სამივე მხარეს აძლევს ხელს. ივანს ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ” - განაცხადა “ვოლფსბურგის” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა.

0.118283