დასრულდა - ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი გუნდის, “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გააგრძელებს.
მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “ვოლფსბურგის” ყოფილმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “ქალაქელებთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მართალია ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ საუბარია “სიტისთვის” სარეკორდო ტრანსფერზე. პრესაში გაჟონმა ინფორმაციამ, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ასისტენტში (20 შედეგიანი გადაცემა), “სიტიმ” 58,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი (75 მილიონი ევრო) გადაიხადა.