ფეხბურთი

1:42 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სექტემბრის დასაწყისში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა გაასაჯაროვა. ცხადაძემ 4 სექტემბერს, "შოტლადნიასთან" და სამი დღის შემდგომ ირლანდიასთან გასამართი მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. "ჯვაროსნების" რიგებს უბრუნდებიან ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი მერებაშვილი. ასევე ნაკრებში ვიხილავთ "დინამოს" ნიჭიერ მცველ ოთარ კაკაბაძეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( „ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე ( „ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( „ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( „ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე ( „ორჰუსი“, დანია)

საქართველო - შოტლანდიის დაპირისპირება 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები კი 10, 15 და 20 ლარი ეღირება.

0.117297