რომში, “იუვენტუსი” ერთი ფეხბურთელით თამაშობდა და ის, ჯანლუიჯი ბუფონია. რომ არა, ვეტერანი მეკარე არავინ იცის, რა ანგარიშით წააგებდა იტალიის მოქმედი ჩემპიონი პრინციპულ მეტოქესთან. მაგრამ ჯიჯიც ადამიანია და მისი შესაძლებლობებიც განსაზღვრულია... “რომამ” “ბებერ ქალბატონს” ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვინძლო, ასე თუ გაგრძელდება, მასიმილიანო ალეგრის კარისკენაც მიუთითონ. ყოველშემთხვევაში “იუვე” ორი ტურის შემდგომ ცხრილის ფსკერზეა დალექილი და იტალიური ფეხბურთის მეტრს, ასეთი სტარტი ისტორიაში არ ჰქონია.
“სტადიო ოლიმპიკოზე” გამოჩნდა, რომ ალეგრის გუნდი სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა. 90 წუთის განმავლობაში ტურინელებმა ვოიცეხ შჩესნის კარში ზუსტად ორჯერ დაარტყეს, ერთი – გაიტანეს. აი, რუდი გარსიას შეგირდები კი ჩინებულად თამაშობდნენ და რაც გაიტანეს, ორი იმდენი უნდა გაეტანათ, მაგრამ “იუვეს” ბედად ჯიჯი ბუფონი არ ბერდება. ანგარიში მირალემ პიანიჩმა 61-ე წუთზე ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. არადა, რომაელებს გატანა მანამდეც მართებდათ, მაგრამ ხან ძელი და ხან ბუფონი წინ აღუდგებოდათ ხოლმე... მეორე გოლი უკვე პიანიჩის თანამემამულე ედინ ჯეკომ გაიტანა – ბოსნიელმა ჯორჯო კიელინი საჰაერო ორთაბრძოლის დროს ბავშვივით დაჩაგრა და ბუფონიც ბურთს ვეღარ შეწვდა. ეს ეპიზოდი კი პატრის ევრას გაძევებას მოჰყვა, ვინაც 3 წუთში ნიკოლა რიცოლის ორი ყვითელი ბარათი დასტყუა. გამოცდილმა არბიტრმა მანამდე სათადარიგო სკამიდან ტურინელთა კიპერი რუბინიოც გააძევა, ხოლო ფრანგი პოლ პოგბა რამდენჯერმე დაინდო გასახდელში გაშვებისგან. არადა, “იუვეს” ახალი 10 ნომერი ყველაფერს აკეთებდა, რომ რიცოლის ეს გაეკეთებინა...
პირველად კარის ჩარჩოში “იუვენტუსმა” 87-ე (!) წუთზე დაარტყა და გაიტანა. მორატასა და პერეირას კარგი თამაში პაულო დიბალამ დააგვირგვინა. მსაჯის კომპესირებულ წუთებზე კი მასპინძელთა კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ ლეონარდო ბონუჩის თავურზე ისეთი სეივი შეასრულა, ეჭვი მაქვს, აქამდე რომ არ გაეკეთებინა. თუმცა “რომას” რომ გაეშვა უფრო არასამართლიანი იქნებოდა, და არც გაუშვა. “იუვეს” კი ორ ტურში 0 ქულა აქვს – დასაწყისიც ასეთი უნდა...
უნდა ითქვას, რომ ამ მატჩმა დანარჩენი შეხვედრები დაჩრდილა. “ინტერს” სტევან იოვეტიჩი რომ არ ეყიდა, ვინ იცის, ახლა უქულოდაც ყოფილიყვნენ – დებიუტანტ “კარპისთან” “ნერაძურიმ” სწორედ მონტენეგროელის დუბლით მოიგო – 2:1. გამარჯვების გოლი სტევანმა 89-ე წუთზე პენალტით გაიტანა.
პირველი ტაიმი ისევ კარგად ჩაატარა “ნაპოლიმ” და “სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა, თუმცა მეორე ნახევარში ამდენივე გაუშვა და ორი ტურის მერე მაურიციო სარის ამბიციური გუნდი კინკილა ქულის ამარად დარჩა.
რომის “ლაციომ” კი შეძლო და ვერონაში, “კიევოსთან” ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. როგორც ჩანს, “ლაციალეს” კრიზისი უდგას. “ფრინავი ვირები” კი 6 ქულით ლიდერები არიან!..
“რომა” – “იუვენტუსი” 2:1 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 55.000
“რომა” (4-3-3): სჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, დე როსი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; იაგო ფალკე (ლიაიჩი 89), ჯეკო (იბარბო 90), სალაჰი (იტურბე 77)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (პერეირა 72), სტურარო, პადოინი (კუადრადო 75), პოგბა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი (მორატა 62)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 პიანიჩი (61), 2:0 ჯეკო (78), 2:1 დიბალა (87)
გაფრთხილება: პიანიჩი (58), დე როსი (64), (ჯეკო 77) - პოგბა (21), კიელინი (37), ევრა (75, 78)
გაძევება: რუბინიო (66, სათადარიგო სკამიდან), ევრა (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ატალანტა” – “ფროზინონე” 2:0 (1:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 15.000
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; დე რონი, კურტიჩი (ჯორჯი 77), გრასი (მილიაჩო 69); გომესი (ესტიგარიბია 89), პინილია, მორალესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; კრიველო, ბლანჩარდი, დიაკიტე, როზი; გორი, გუჩერი, სოდიმო (კარლინი 71), პაგანინი (ტონევი 75); ლონგო (ჩიოფანი 46), დიონისი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
გოლები: 1:0 სტენდარდო (21), 2:0 გომესი (69)
გაფრთხილება: პინილია (36) - ბლანჩარდი (8), დიაკიტე (36), პაგანინი (57), დიონისი (90)
გამოუყენებელი პენალტი: პინილია (9)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (11) – 14 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“კარპი” – “ინტერი” 1:2 (0:1)
“კარპი” (3-5-2): ბრკიჩი; ლეტიცია, გალიოლო, ბუბნიჩი; ლოლო, უოლასი (დი გაუდიო 76), მატოსი, მარონე, გაბრიელ სილვა; ფედელე (ლაძარი 79), ვილჩეკი (ლასანია 66)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი (ნაგატომო 80), მურილო, მირანდა, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, კონდოგბია; ბროჟოვიჩი (ერნანესი 85); პალასიო, იოვეტიჩი (რანოკია 90)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (31), 1:1 დი გაუდიო (81), 1:2 იოვეტიჩი (89, პენ)
გაფრთხილება: ლოლო (20), ლეტიცია (70) – სანტონი (60), მედელი (66), მირანდა (85), ჰანდანოვიჩი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 12 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 6:1
მსაჯი: დავიდე მასა
“კიევო” – “ლაციო” 4:0 (3:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 10.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი; კასტრო, რიგონი (კაჩატორე 73), ჰეტემაი, ბირსა (პეპე 81); პალოსკი, მეჯორინი (მპოკუ 87)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა (პატრიჩი 46), დე ვრეი, ჯენტილეტი, რადუ; ლულიჩი (მორისონი 46), პაროლო, კატალდი; კანდრევა (ანდერსონი 59), კეიტა, კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 მეჯორინი (13), 2:0 პალოსკი (30), 3:0 ბირსა (45), 4:0 პალოსკი (68)
გაფრთხილება: კატალდი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ჯენოა” – “ვერონა” 2:0 (0:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 19.462
“ჯენოა” (3-4-1-2): ლამანა; დე მაიო (მარკეზე 74), იცო, ბურდისო; რინკონი, ნტჩამი, ტინო კოსტა, სისოკო; ლაქსალტი; გაკპე, პანდევი (პავოლეტი 56, ლაზოვიჩი 76)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მორასი, მარკესი, სუპრაიენი; ჰალფრედსონი (ვივიანი 21), გრეკო, სალა (სილიგარდი 84); იანკოვიჩი (პაცინი 69), ტონი, გომესი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 პავოლეტი (57), 2:0 გაკპე (76)
გაფრთხილება: იცო (60), რინკონი (90) – მორასი (45), პაცინი (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (6) – 12 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: დანიელე ორსატო
“ნაპოლი” – “სამპდორია” 2:2 (2:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 33.000
“ნაპოლი” (4-3-1-2): რეინა; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, ჰისაი (გულამი 71); ალანი (დავიდ ლოპესი 58), ვალდიფიორი (ჟორჟინიო 68), ჰამშიკი; ინსინიე; კალეხონი, იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი, კოდა (ძუკანოვიჩი 22), სილვესტრე, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო, პალომბო; სორიანო (ვსჟოლეკი 87); ედერი (მოისანდერი 89), მურიელი
მწვრთნელი: ვალტერ ძენგა
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 2:0 იგუაინი (39), 2:1 ედერი (57, პენ), 2:2 ედერი (59)
გაფრთხილება: სილვესტრე (33), ფერნანდო (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (7) – 9 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“ტორინო” – “ფიორენტინა” 3:1 (0:1)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 20.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბაზელი (გაცი 84), ვივესი, ბენასი (აკქუა 65), აველარი; მარტინესი (მაქსი ლოპესი 61), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; როდრიგესი, ტომოვიჩი, რონკალია; ჟილბერტო (რებიჩი 76), მატი ფერნანდესი (ბერნარდესკი 64), სუარესი, ბორხა ვალერო, ალონსო; ილიჩიჩი (როსი 73), კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 0:1 ალონსო (10), 1:1 მორეტი (68), 2:1 კვალიარელა (69), 3:1 ბაზელი (77)
გაფრთხილება: ვივესი (44), მაქსი ლოპესი (64) - ალონსო (10), როდრიგესი (30), მატი ფერნანდესი (34)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“უდინეზე” – “პალერმო” 0:1 (0:1)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 8.500
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო (დი ნატალე 71), პირისი; ედენილსონი, იტურა (მარკინიო 80), ბრუნო ფერნანდესი, მერკელი (კონე 58), ადნანი; ძაპატა, ტერო
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; გონსალესი, სტრუნა, ელ კაუტარი; რისპოლი (გოლდანიგა 65), ქუაისონი (ვიტიელო 83), რიგონი (ჰილიემარკი 77), იაიალო, ლაზაარი; ტრაიკოვსკი, ვასკესი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლი: 0:1 რიგონი (8)
გაფრთხილება: ძაპატა (44), მერკელი (56), იტურა (78), ბრუნო ფერნადესი (82) – სტრუნა (44, 70), სორენტინო (50), იაიალო (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (7) – 5 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ანტონიო დამატო