ჭადრაკი

23:43 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა მე-4 ადგილზეა

დუბაიში მიმდინარე ტრადიციული საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2664) საპრიზო სამეულში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

გასულ ტურებში ჯობავამ ჯერ შავი ფიგურებით ესტონელი კაიდო კულაოტსი (2573) დაამარცხა, შემდეგ კი, თეთრებით უნგრელ პეტერ პროჰაზკას (2602) დაუზავდა. შედეგად, ბაადურმა 8 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზე იმყოფება.

ლიდერები უკრაინელები – მარტინ კრავცივი (2599) და ალექსანდერ არეშჩენკო (2661) არიან, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა.

დასკვნით ტურში უკრაინელი მოჭადრაკეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჯობავა კი შავი ფიგურებით სომეხ ტიგრან პეტროსიანს (2623) ეთამაშება.

0.11723