ფეხბურთი

22:13 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” პირველად მოიგო, “მანჩესტერი” მონკის “სუონს” კვლავ ვერ უმკლავდება

რონალდ კუმანის გუნდისთვის წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო. “საუთჰემპტონმა” პრემიერლიგის განვლილი სამი თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო და იმდენიც მოახერხა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, დღეს მას აშკარად გაუმართლა და 3 ქულაც უპრობლემოდ მიითვალა. გამართლება იმაში გამოიხატა, რომ 31-ე წუთზე “ნორვიჩის” გამოცდილმა მარჯვენა მცველმა სტივენ უიტაკერმა მეორე, არცთუ საჭირო ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა მთელი საათი მეტობაში ითამაშეს.

ანგარიში პირველ ტაიმზე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გავიდა და ესეც ერთგვარი გამართლება იყო - გრაციანო პელლემ მანეს გადაცემის შემდეგ რადის ახლო კუთხეში დაურტყა, მაგრამ განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ის მცირედ თამაშგარეში იყო და ეს გვერდით მსაჯს გამორჩა. მეორე ტაიმში, სამწუთიან ინტერვალში დუშან ტადიჩმა დუბლი შეასრულა - პირველ ჯერზე მან მანეს პასი შეირგო და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში, ხოლო მეორე შემთხვევაში პელლეს თავური რადიმ მოიგერია და სერბმა დამატებაზე ითამაშა.

ლუი ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სეზონში, ოფიციალურ მატჩში პირველად დამარცხდა. გარი მონკის “სუონსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ მესამედ დაამარცხა ერთიდაიმავე ანგარიშით - 2:1. უელსელებს ანგარიში პირველ ტაიმში უნდა გაეხსნათ, როდესაც ბაფეტიმბი გომისი ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა და შორეულ კუთხეში ურტყამდა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა.

“გედები” დაცვაში კარგად კი მოქმედებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში შეცდომა დაუშვეს და ამით “იუნაიტედმა” ისარგებლა - ლუკ შოუ, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, მარცხენა ფლანგზე გაიქცა და გადაცემა უეინ რუნის მისამართით გააკეთა, სტუმართა კაპიტანი ბურთს სანტიმეტრებით ასცდა, მაგრამ შორეულ ძელთან მას მატა დახვდა - 1:0. მონკმა ამას ტაქტიკური ცვლილებით უპასუხა, ანდრე აიუ ცენტრისკენ გადაწია და ამან მალევე იმუშავა: სიგურდსონმა მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა საჯარიმო ჩაკიდა და აიუს თავური გაზონის გავლით გოლად იქცა. მალევე ანდრე თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდა და ახლა უკვე მარჯვენა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხით იდეალური გადაცემა გაუკეთა გომისს, რომელმაც ბურთს ძელთან მიუსწრო და რომეროს ხელებს ქვეშ გააძვრინა. ამის შემდეგ “სუონსიმ” ისე დაიცვა თავი, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და სატურნირო ცხრილში “მანჩესტერი” უკან მოიტოვა.

საუთჰემპტონი. “სენტ მერი სთედიუმი”. 29573 მაყურებელი

საუთჰემპტონი - ნორვიჩი3:0 (1:0)

საუთჰემპტონი:სტეკელენბურგი, სოარესი (მარტინა 72), ფონტე, იოსიდა, ტარგეტი, რომეუ, უორდ-პრაუსი, მანე, დევისი (როდრიგესი 46), ტადიჩი, პელლე.

მწვრთნელი:კუმანი

ნორვიჩი:რადი, უიტაკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი, რედმონდი, დორანსი (ჯონსონი 69), ტეტტეი, ჰოუსონი, ჰულაჰანი (უისდომი 31), ჯერომი (ჰუპერი 89).

მწვრთნელი:ნეილი

გოლი: 1:0პელლე (45+1), 2:0 ტადიჩი (64), 3:0 ტადიჩი (67)

გაფრთხილება:უიტაკერი (27, 31)

გაძევება:უიტაკერი (31)

ბურთის ფლობის %: 62-38, დარტყმა: 23 (8) - 6 (1), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 4-12

სუონსი. “ლიბერთი სთედიუმი”. 20 828 მაყურებელი

სუონსი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (0:0)

სუონსი: ფაბიანსკი, ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი, კორკი, შელვი (ბარტლი 88), რაუტლეჯი (კი 57), სიგურდსონი, ა.აიუ, გომისი (ედერი 80).

მწვრთნელი: მონკი

მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ, შნეიდერლენი (კარიკი 69), შვაინშტაიგერი, მატა (იანგი 69), ერერა (ფელაინი 76), დეპაი, რუნი.

მწვრთნელი: ვან გაალი

გოლები: 0:1 მატა (48), 1:1 აიუ (61), 2:1 გომისი (66)

გაფრთხილება: რაუტლეჯი (43), შელვი (80) - შნეიდერლენი (38), დეპაი (41)

ბურთის ფლობის %: 35-65, დარტყმა: 9 (4) - 11 (4), კუთხური: 0-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 6-15

0.127128