საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ წინ ორი გუნდი მიიწევს. თბილისის "დინამოს" კვალში "სამტრედია" უდგას. იმერლებმა დღეს, შინ "ლოკომოტივს" დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს. მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ მამია გავაშელიშვილმა და ექსსამტრედიელმა ზვიად ქანთარიამ მე-60 წუთისთვის გათანაბრება შეძლეს. მიუხედავად ამისა, გამარჯვება გია ცეცაძის გუნდს რაჟამაშვილის გოლმა მოუტანა.
ადვილად მოიგო "ცხინვალმა", რომელმაც "ზუგდიდთან" პირველმა გაუშვა, მაგრამ შემდგომ ზურაბ მამალაძის კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. დუბლით გამოირჩა მასპინძელთა ბომბარდირი ნიკა კაჭარავა.
უნდა ითქვას, რომ ამ ტურში გამართული ყველა მატჩი მასპინძლებმა მოიგეს. მესამე ტური ქუთაისში დასრულდება, სადაც "ტორპედო" გორის "დილას" მიიღებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი მატჩის შედეგები:
"სიონი" - "შუქურა" 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (65), 2:0 ბაჯელიძე (78, ა.გ)
"ჩიხურა" - "მერანი" 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 მუმლაძე (51), 2:0 ჩიკვაიძე (65), 3:0 ჯოხაძე (78)
"დინამო" (ბათუმი) - "კოლხეთი" 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 გაბედავა (6), 2:0 ბერიაშვილი (35)
"გურია" - "საპოვნელა" 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჯიქია (27), 2:0 მოსიაშვილი (64), 3:0 წილოსანი (77)
"სამტრედია" - "ლოკომოტივი" 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 ზივიზივაძე (10), 2:0 ენდელაძე (42), 2:1 გავაშელიშვილი (45), 2:2 ქანთარია (60), 3:2 რაჟამაშვილი (73)
"ცხინვალი" - "ზუგდიდი" 5:1 (3:1)
გოლები: 0:1 ლევან წურწუმია (12), 1:1 კაჭარავა (27), 2:1 ლექვთაძე (29), 3:1 ცერცვაძე (40), 4:1 კაჭარავა (60), 5:1 მახარობლიძე (90)