ფეხბურთი

18:40 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ბარსელონაში ბედნიერი ვარ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარმა ესპანურ TV3-თან საუბრისას განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ სმენია, თუმცა “ბარსას” გულშემატკივრებს სანერვიულოდ საქმე არ აქვთ.

“როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გავიგე, ამ თემაზე არც მიფიქრია. ყველაფერი შევიტყვე, თუმცა მშვიდად ვარ. “ბარსელონაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ და კლუბის გულშემატკივრებს სანერვიულოდ საქმე არ აქვთ.” – განაცხადა სამხრეთმაერიკელმა.

ინგლისური მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ “მანჩესტერის” და ფეხბურთელის წარმომადგენლები ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დაიწყებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა.

0.111042