“ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტუნისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “მონაკოს” მცველი აიმენ აბდენური კარიერას “ღამურების” რიგებში გააგრძელებს. ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფრანგებმა კი ტრანსფერი სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღეს.
აფრიკელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში “მონაკოს” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე “ზენიტის” წინააღმდეგ გაიტანა.