ფეხბურთი

19:33 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ევანსი “ვესტ ბრომვიჩში” გაუშვა

“ვესტ ბრომვიჩის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი მცველი ჯონი ევანსი დაიმატა.

ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანჩესტერელებმა კი ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა მიიღეს, ხოლო ევანსის კარგი ასპარეზობის შემთხვევაში “ალბიონი” ბონუსად 2 მილიონსაც ჩამოვა.

ევანსი “მანჩესტერის” აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებულ 198 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.138678