კალათბურთი

21:20 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა წივწივაძე "ვითაში“ ჩაირიცხა

კალათბურთში საქართველოს ეროვმული ნაკრების ყოფილმა წევრმა უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ ( 06.01.1989, 190 სმ) "ვითასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს“ თავად წივწივაძემ განუცხადა.

ბექა წივწივაძე ბოლოს "შსს აკადემიაში“ თამაშობდა, რომელმაც ფინალურ სერიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო“ დაამარცხა. ბექა ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის, რომლებმაც "შსს აკადემია“-ს ჩემპიონობა მოუტანეს.

მძიმე ფორვარდ ნოდარ (ლევან) შენგელიას შემდეგ წივწივაძე მეორე კალათბურთელია, რომელსაც ვთბ ლიგაში მოასპარეზე "ვითამ“ კონტრაქტი გაუფორმა.

0.113238