ქართველი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ კობეშავიძე ვთბ ლიგაში მოასპერეზე საკალათბურთო კლუბ ,,ვითას“ მთავარი მწვრთნელის პაველ გოოგეს (რუსეთი) თანაშემწედ დაინიშნა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ თავად კობეშავიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კობეშავიძეს აქტიური სპორტის ძირითადი ნაწილი ,, ვითაში“ აქვს გატარებული და ამ გუნდის საქართველოს შვიდგზის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მას ასევე სუპერლიგის მონაწილე რამდენიმე გუნდის მთავარ მწვრთნელადაც აქვს ნამუშევარი. ბოლოს იგი ,, ქუთაისი-2010“-ს მთავარი მწვრთნელის მალხაზ კოხრეიძის თანაშემწედ მუშაობდა.