გელზენკირხენის “შალკე” და ტურინის “იუვენტუსი” იულიან დრაქსლერის ტრასნფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. აღნიშნული წყაროს ცნობით, გერმანელები ნიჭიერი ფეხბურთელის შელევას 26 მილიონ ევროდ დასთანხმდნენ, ამ თანხას კი მოგვიანებით ბონუსის სახით 6.5 მილიონი კიდევ დაემატება.
ტრანსფერის გაოფიცალურებას თუ “გაძეტას” დავუჯერებთ, წინ აღარაფერი უდგას. ტრანსფერის გაჩარხვაში მთავარი როლი თავად ფებხურთელის სურვილმა იტალიაში კარიერის გაგრძელების შესახებ ითამაშა.
იულიან დრაქსლერმა “ხუმარების” ღირსება მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის სამივე მატჩში დაიცვა და ერთი გოლიც გაიტანა.