ფეხბურთი

18:20 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი “ინტერის” ფეხბურთელია

ხორვატიის ნაკრებისა და “ვოლფსბურგის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს. ნახევარმცველი უკვე მილანში ჩავიდა და “ნერაძურისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

26 წლის ხორვატს მილანის აეროპორტში დეიან სტანკოვიჩი დახვდა. ფეხბურთელმა კი ჟურნალისტებისთვის პირველი კომენტარიც გააკეთა:

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ფორცა ინტერ!” - თქვა ივანმა.

“ინტერს” აღნიშნული ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

ივან პერიშიჩი “ვოლფსბურგში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მანამდე კი “დორტმუნდში” დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 24 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

0.116032