ფეხბურთი

16:47 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვერკველია: “ლივერპულთან” შეხვედრაზე ვოცნებობდი”

უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ინტერნეტპორტალ sport.business-gazeta.ru-სთან განაცხადა, რომ “ლივერპულთან” შეხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა.

სოლომონ კვირკველია: “ჩვენი გუნდისთვის “ლივერპულისა” და “ბორდოს” დონის კლუბებთან თამაშით მიღებული გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთ დონეზე არასოდეს უთამაშიათ. პირადად “ლივერპულთან” შეხვედრაზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ჩემი ოცნება ასრულებასთან ახლოსაა. ამ გუნდის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მისი თამაში ყოველთვის მომწონდა”.

-საკუთარ თავში გრძნობთ იმის ძალას, რომ “ლივერპულისთვის” წინააღმდეგობის გაწევა შეგიძლიათ?

-რა თქმა უნდა. ჩვენს წინაშე მაქსიმალური მიზანი იქნება და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემპიონატში შესვენება ახლოვდება, რომელიც წაგვადგება, მაგრამ მანამდე დარჩენილ ორ მატჩში დადებით შედეგს უნდა მივაღწიოთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ უნდა “ამოვისუნთქოთ” და ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

0.120416