კალათბურთი

14:15 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთთან მატჩის დღეს ეროვნული ნაკრები არ ივარჯიშებს

რუსეთთან თამაშის დღეს, 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვარჯიში დაგეგმილი არ აქვს. იგორ კოკოშკოვმა დილის ვარჯიში გააუქმა და მოთამაშეებს განტვირთვის საშუალება მისცა.

ფიზმომზადების მწვრთნელმა ალექსანდერ ჩვოროვიჩმა მოთამაშეებს საუზმეზე გამოუცხადა, რომ დანიშნულია ტრენაჟორებზე ნებაყოფლობითი ვარჯიშები და სურვილის შემთხვევაში, კალათბურთელებს სასტუმროს ფიტნეს-ცენტრის სტუმრობა შეუძლიათ.

ნაშუადღევს, 14:00 საათისთვის დანიშნულია ვიდეო-განხილვა, რომელზეც მთელი გუნდი შეიკრიბება და მეტოქის თამაშს ეკრანზე გაარჩევენ. ამის შემდეგ ნაკრები დაისვენებს და საღამოს 7 საათისთვის ჩეზარე რუბინის დარბაზისკენ გაემართება, სადაც ადგილობრივი დროით 20:30 საათზე რუსეთთან მატჩია დაგეგმილი.

საქართველო–რუსეთის დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 22:30 საათიდან შემოგთავაზებთ.

www.gbf.ge

0.117337