ფეხბურთი

18:50 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდელებმა კორეელი მცველი დაიმატეს

“მაინცის” მცველი პაკ ჩუ ხო კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ დორტმუნდული საფეხბურთო კლუბის “ტვიტერი” იუწყება.

28 წლის სამხრეთკორეელმა “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგასას და გერმანიის თასზე “მაინცის” რიგებში ერთი თამაში ჩაატარა.

0.160631