გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევრო-2016 შესარჩევ ციკლში 4 სექტემბერს სახლში პოლონეთის და 7 სექტემბერს სტუმრად შოტლანდიის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულთა სია გამოაქვეყნა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ინფორმაციით ლიოვმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), რონ-რობერტ ზილერი (“ჰანოვერი”).
მცველები: ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), ემრე ჩანი (“ლივერპული”, ინგლისი), მატიას გინტერი, მათს ჰუმელსი (ორივე “დორტმუნდი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”, ესპანეთი), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”).
ნახევარმცველები: კარიმ ბელარაბი, კრისტოფ კრამერი (ორივე “ლევერკუზენი”), ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე “დორტმუნდი”), ტონი კროოსი (“რეალი”, ესპანეთი), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), ლუკაშ პოდოლსკი (“გალათასარაი”, თურქეთი), ანდრე შიურლე (“ვოლფსბურგი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“ვოლფსბურგი”), კევინ ვოლანდი (“ჰოფენჰაიმი”).