ფეხბურთი

13:17 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავალკამ გერმანიისთვის და გიბრალტარისთვის შემადგენლობა დაასახელა

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ 4 სექტემბერს სტუმრად გერმანიის და 7 სექტემბერს სახლში გიბრალტარის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

ინტერნეტპორტალ eurosport.onet.pl-ის ინფორმაციით, ნავალკას სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:

მეკარეები: არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (“რომა”, იტალია), პრჟემისლავ ტიტონი (“შტუტგარტი”, გერმანია).

მცველები: ტიაგო ციონეკი (“მოდენა”, იტალია), კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), არტურ ენჯეიჩიკი (“კრასნოდარი”, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (“კიოლნი”, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია), ლუკაშ შუკალა (“ოსმანილისფორი”, თურქეთი), მიხალ პაზდანი (“ლეგია”).

ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშიკოვსკი (“დორტმუნდი”, გერმანია), კამილ გროსიცკი (“რენი”, საფრანგეთი), სლავომირ პეშკო (“კიოლნი”, გერმანია), მაცეი რიბუსი (“ტერეკი”, რუსეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), პიოტრ ზელინსკი (“ემპოლი”, იტალია), არიელ ბორისიუკი, სებასტიან მილა (ორივე “ლეხია”), ბარტოშ კაპუსტკა (“კრაკოვია”), კაროლ ლინეტი (“ლეხი”), ტომაშ იოდლოვეცი (“ლეგია”), კშიშტოფ მაჩინსკი (“ვისლა”).

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), კამილ ვილჩეკი (“კარპი”, იტალია).

პოლონეთის ნაკრები D ჯგუფის ლიდერია 14 ქულით და მეორე ადგილზე მყოფ გერმანიას ერთი ქულით ასწრებს.

0.11596