ფეხბურთი

18:00 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” მატიას კრანევიტერი შეიძინა

მადრიდის “ატლეტიკომ” არგენტინელი ცენტრალური ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი დაიმატა.

მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბს “რივერ პლეიტის” 22 წლის შუახაზელის სატრანსფერო უფლებების 60 პროცენტის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

კრანევიტერმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის მადრიდელებს იანვარში შეურთდება, ხოლო მანამდე “რივერ პლეიტში” ითამაშებს.

0.111639