კალათბურთი

11:52 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,შსს აკადემიას’’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნიკოლაძის კანდიდატურა განიხილება

კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას ‘’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის კოტე ტუღუშის ერთ-ერთი თანაშემწის, ვეტერანი კალათბურთელის, გიორგი ნიკოლაძის კანდიტატურა განიხილება. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ თავად ნიკოლაძემ განუცხადა.

,,არის საუბარი ჩემი ,,შსს აკადემიას’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ,რომელიც განხილვის პროცესშია.გავხდები თუ არა ,,ძალოვნების’’ მთავარი მწვრთნელი, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი’’ - გვითხრა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ნიკოლაძემ, რომელიც ბოლოს ,,შსს აკადემიაში’’თამაშობდა, მწვრთნელობა გადაწყვიტა და სამუშაოდ იმავე კლუბში დარჩა. მთავარი მწვრთნელის ასისტენტობის გარდა ნიკოლაძე ,,ძალოვნების’’ ასაკობრივ გუნდებშიც მუშაობს. პარალელურად არის საქართველოს 16-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა მთავარი მწვრთნელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის თანაშემწე.

0.115975