ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტური “ელ მადრიგალზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ვილიარეალმა” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩი სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო, მე-5 წუთზე ხერარდ მორენომ შესანიშნავი გადაცემით ფელიპე კაისედო მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც არეოლა მარტივად ჩამოიშორა და ცარიელ კარში შეაგდო ბურთი.
მასპინძლები პირველ ტაიმში კარგად ვერ გამოიყურებოდნენ. მარსელინიო ტორალის შეგირდები გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მათი შეტევები ძალიან ერთფეროვანი გახლდათ და “თუთიყუშებს” არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ლეო ბაპტიშტაოსა და მარიო გასპარის ნახევრადმომენტებს თუ არ ჩავთვლით, “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” საწყის 45 წუთში არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ.
ვალენსიელებმა მეორე ნახევარიც მძიმედ დაიწყეს და 62-ე წუთზე კინაღამ მეორე გოლი გაუშვეს – ვიქტორ ალვარესის ჩინებული გადაცემის შემდეგ ხერერდ მორენო ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა 23 წლის ფორვარდს არეოლამ აჯობა და ყოფილი გუნდის დამწუხრება ვერ მოახერხა.
გამოუყენებელი მომენტისთვის კატალონიელები ხუთ წუთში რობერტო სოლდადომ დასაჯა, რომელმაც ჩინებული გოლის გატანა მოახერხა. 87-ე წუთზე რობერტომ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ცვლილებაზე შემოსულ ბაკამბუს, რომელიც ასევე ბრწყინვალედ გაისარჯა და რთულ სიტუაციაში მოახერხა გოლის გატანა. 30 წლის ესპანელი ფორვარდი არც ამაზე გაჩერდა და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ცარიელ კართან მდგომ ბაკამბუს კიდევ ერთი მშვენიერი გადაცემით დუბლი გააფორმებინა – 3:1.
სოლდადომ, რომელმაც პრემიერლიგის გასულ სეზონში “ტოტენჰემის” რიგებში სულ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ახალი კლუბის მაისურით ლა ლიგის საწყის ორ შეხვედრაში ორი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ვილიარეალი – ესპანიოლი 3:1 (0:1) (VIDEO)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილირეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, პინა (დოს სანტოსი 76), კასტილიეხო (სამუელი 64), ლეივა, ბაპტიშტაო (ბაკამბუ 64).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ესპანიოლი (4-4-2): პაუ, დუარტე, რაილიო, ა.გონსალესი, არბილია, ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი, ვ.ალვარესი (ბურგუი 85), მონტანესი (ჰ.პერესი 57), ხ.მორენო, კაისედო (კანიასი 73).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1 კაისედო (5), 1:1 სოლდადო (64), 2:1;3:1 ბაკამბუ (87;93).
გაფრთხილებები: ბაილი – პაუ, ხ.ლოპესი, მონტანესი, კაისედო, რაილიო, არბილია
მსაჯი: ველასკო კარბალიო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Moashoret jugelii
აბა წარმატებები ბარსას!!
ბარსას დედაც
კალათბურთი იწყება ეხლა ჩვენ ბიჭებს უსურვე წარმატებები ))))))))
ზურაა, რა სანთლით საძებარი გაგვიხდი? სკაიპში ვერ შედიხარ?
ვერა
რატომ?
ვერც ტელეფონით და ვერც კომპიუტერით?
ვერა ვეღარ ვაყენებ საერთოდ
( გრიშუნა სადაა? არც ფაცეზე ჩანს...
ტელეფონით იყავი იმ დღეს და შეიძლება გაჭედა, მაგრამ კომპიუტერით რატომ ვერ შედიხარ ნეტავ?
ახლის გაკეთებაც შეიძლება.
დღეს შეიძლება მოვიდეს.
ვერ ვაინსტალირებ სკაიპს არ შვრება ჩემი კომპიუტერი
იმიტომ დავაყენე ტელეფონში დაიქაც გაჭედა
(
ანუ ვერ ვიჭორავებთ ხოლმე ჩვენ სამნი
მოვიფიქრებ რამეს
ვინდოუსი უნდა გადავაყენო და იქნებ ეშველოს მერე
მალე ქენი.

გავედი ახლა, ვუყურო.
მეც უნდა ვუყურო ოღონდ კალათბურთს
შემოდით დავაბიჟავოთ
)
სად ხართ?
სადღაც წავიდნენ და ჩვენ "მოგვტეხეს", გოგოები.

არ ხართ თუ მე ვერ გიპოვეთ?
სად ხართ პრიმერას ფანები????გააჩერეთ ეს კაცი სირცხვილიააა!!!
DDDDDDDDDDDDDDD
პრიმერას ფანებთან რა გინდა?


მალე მეოთხე ადგილს დაკარგავთ ლიგაზე


მიჩუ რაც იყო მალე გამოჩნდა და პრემიერლიგიდანაც გააგდეს,უბრალოდ ფორმის პიკში გაიჩითა ერთი სეზონი.ამან კიდე რით ვერ გაიარა ადაპტაცია 3 წელი?პრიმერაში მესამე კაცი იქნება ისეთი დურაკ..ი ჩემპიონატია
ეგ პრიმერაა ზედიზედ მეორედ რო ჩაახტა ლიგას და მესამედაც ჩაახტება
დურაკიო
ეპლიზე რაღა ითქმის მაშინ??