საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთები 31 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან გაიყიდება. ბილეთების ყიდვა “დინამო არენას” სალაროებში ოთხი დღის განმავლობაში დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო 4 სექტემბერს, 11:00 საათიდან მატჩის დაწყებამდე.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 15 და 20 ლარი იქნება.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა საბოლოო სიას სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს. თამაში კი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.