ფეხბურთი

17:41 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კამპლი “ბორუსიადან” “ბაიერში”

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “ლევერკუზენმა” დორტმუნდის “ბორუსიას” სლოვენიელი ნახევარმცველი კევინ კამპლი გაიფორმა. ამის შესახებ “ფარმაცევტთა” ვებგვერდი” იუწყება. 24 წლის კამპლი “ბაი არენა” ლონდონის “ტოტენჰემში” გასხვისებულ სონს შეცვლის. ფეხბურთელმა “ბაიერს” ბედი მომდევნო ხუთი წლით დაუკავშირა.

კამპლი “დორტმუნდში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, თუმცა “სიგნალ იდუნა პარკზე” დამკვიდრება ვერ მოახერხა. ჯამში მან “ბორუსიას” რიგებში ბუნდესლიგის ეგიდით 14 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.120139