ფეხბურთი

17:05 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” სონი დაიმატა

ლონდონის “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აწ უკვე “ლევერკუზენის” ყოფილი შემტევი ჰეუნ-მინ სონი კარიერას “მამლების” რიგებში გააგრძელებს.

სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა და 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

2014/15 წლების სეზონში აზიელმა “ბაიერის” მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.127223